პროექტის სახელწოდბა: „რუსი პოეტები და საქართველო’’
პროექტის აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან რუსი პოეტების პირად ცხოვრებასა
და შემოქმედებას, მათ კავშირს საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან.
მიზანი:
·
რუსი
პოეტების პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, მათი კავშირი საქართველოსთან.
·
საკუთარი
აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება.
·
შემოქმედებითი
და საპრეზენტაციო უნარების განვითარება .
·
დისკუსიის
მოწყობა.
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება.
·
ბლოგის
შექმნა.
·
მასალების
დამუშავება ისტ-ს მეშვეობით.
·
გამოფენის მოწყობა.
საგანი:
რუსული ენა
ასაკობრივი
ჯგუფი:15-16 წელი
მოსწავლეთა
რაოდენობა:25
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
ესგ-თან
კავშირი: უცხ.ს. VI.12. მოსწავლეს
შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს. VI.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე
საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
უცხ.ს. VI.14. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გაანალიზოს მხატვრული ტექსტები.
უცხ.ს. VI.5. მოსწავლეს
შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს. VI.15. მოსწავლეს
შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის გარშემო.
უცხ.ს. VI.17. მოსწავლე
ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
დაგეგმილი აქტივობები:
აქტ1. მასწავლების მიერ მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.
აქტ2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული
საინტერესო კითხვების და პრობლემების ჩამოყალიბება.
აქტ3. ჯგუფების ჩამოყალიბება, ფუნქციების განაწილება
და კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ4. მუშაობის დაწყება.
პირველი ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას პოეტების ცხოვრებასა
და შემოქმედებაზე.
მეორე ჯგუფი: მოიძიებს ფოტო და ვიდეო მასალას და განათავსებს
მათ Power Point-ზე.
მესამე ჯგუფი: დაადგენენ მათ კავშირს საქართველოსთან
და ქართველ პოეტებთან.
მეოთხე ჯგუფი: მოიძიებენ ქართველი პოეტების მიერ ნათარგმნ ლექსებს.
აქტ5. წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას პოეტების
ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, მოუსმენენ მუსიკალურ კომპოზიციებს, ნახავენ პოეტების
ბიოგრაფიაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს, რის შედეგად შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას
(ნახატი, აპლიკაცია).შეადგენენ კითხვარს, მოსწავლეები წაიკითხავენ პოეტების ლექსებს,
სკოლაში მოაწყობენ გამოფენას.
საგნებთან კავშირი:
ხელოვნება: მუსიკალური კომპოზიციების მიმოხილვა.
ისტორია: შეისწავლიან კვლევას და ინტერპრეტაციას.
ისტ-ტექნოლოგიები: ინტერნეტით მასალის მოძიება, დამუშავება,
პრეზენტაციების შექმნა, ვებ.გალერეაში სურათების ატვირთვა.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან
პოეტების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მოამზადებენ პრეზენტაციას, რათა მოხდეს გაცნობა
იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ამ პროექტში ჩაბმული. ასევე, გააცნობენ თავიანთ თანატოლებს,
ინტერნეტის საშუალებით პროექტს. შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ. სკოლაში მოეწყობა
მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი,
ვებ.გვერდი, ჩანახატი. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების, დამატებით
ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა.
თარგმნიან ქართულიდან რუსულში ქართველი პოეტების წერილებს და გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს.
საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო მასალა, თაბახის ფურცლები,
კალამი, ფორმატი, დაფა, მარკერი, სტიკერები,
Wikipedia, Google.com, ლიტერატურა: მსოფლიო ლიტერატურა ბავშვებისთვის. (ტ. V,VII,
VIII, XI, XII, XIX- გამომცემლობა საბავშვო ლიტერატურა)
Комментариев нет:
Отправить комментарий